14-09-2023

"ბუდუ კლუბში თავდაჯერებული ბრუნდება" - რას წერს გერმანული მედია

ავტორი
როგორც მოგეხსენებათ, ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის მე-5 ტურში საქართველო ნორვეგიას ესტუმრა და 2:1 დამარცხდა.
შეხვედრაში გოლის გატანა ბუდუ ზივზივაძემ მოახერხა, რომელმაც ანგარიში შეხვედრის 91-ე წუთზე შეამცირა.
აღსანიშნავია, რომ ქართველის ამ გოლს გერმანული მედიაც გამოეხმაურა.
"ბუდუ "კარლსრუეში" თავდაჯერებული ბრუნდება. ამ გოლმა მასზე დადებითად იმოქმედა", - წერენ მედიაში.
აქვე გეტყვით, რომ ზივზივაძეს კლუბში დამკვიდრების რეალური შანსი აქვს, ვინაიდან მისი უშუალო კონკურენტი ლარს შტინდლი ამ მომენტისთვის ტრავმირებულია.
Facebook კომენტარები