• 14-09-2023
    20 მილიონი რაც შეიძლება სწრაფად - "ბარსას" ახალი პრობლემა გამოუჩნდა
    20 მილიონი რაც შეიძლება სწრაფად - "ბარსას" ახალი პრობლემა გამოუჩნდა

    გამოცემა "Goal"-მა კატალონიის "ბარსელონას" შესახებ ახალი ინფორმაცია გაავრცელა.

    წყაროს ცნობით, "ბლაუგრანას" ახალი პრობლემა გამოუჩნდა.

    კერძოდ, ერთ-ერთმა ინვესტორმა შესაბამისი თანხების მოძიება ვერ შეძლო, რაც ახლა ჟოან ლაპორტას გადასახდელია.

    იწერება, რომ კატალონიურ გუნდს ამ მომენტისთვის ლა ლიგისთვის 20 მილიონი ევრო აქვს გადასახდელი, რომლის მოძიებაც კლუბს ძალიან მალე სჭირდება.

    გამოცემა Telegraph-ის ინფორმაციით, ლაპორტამ აღნიშნული თანხა ახლა "კამპ ნოუს" რეკონსტრუქციას უნდა მოაკლოს. წინააღმდეგ შემთხვევაში, "ბარსას" ბიუროკრატიული პრობლემები მნიშვნელოვნად გაიზრდება.

    ასე და ამგვარად, საინტერესოა, თუ რა გამოსავალს მოძებნიან კლუბში აღნიშნულ საკითხზე.

    Facebook კომენტარები