15-09-2023

"მამარდაშვილზე უმარავი შეთავაზება გვქონდა, მაგრამ.." - რას ამბობს "ვალენსიას" დირექტორი

ავტორი
როგორც მოგეხსენებათ, ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარაზე გიორგი მამარდაშვილის "ვალენსიადან" წასვლაზე მედიაში აქიურად წერდნენ.
საბოლოო ჯამში, ქართველი კარის დარაჯი კვლავ "ღამურების" რიგებში დარჩა.
22 წლის მეკარესთან დაკავშირებით კომენტარი "ვალენსიას" დირექტორმა, მიგელ ანხელ კორონამ გააკეთა.
"ზაფხულში კლუბის ეკონომიკის დაბალანსებაზე ვიზრუნეთ. უამრავი შეთავაზება გვქონდა გიორგი მამარდაშვილზე, მაგრამ მისი დატოვება გადავწყვიტეთ.
"ყველა მათგანის გაყიდვით კლუბის ფინანსები არ ბალანსდებოდა. ხანდახან შეიძლება ისე მოხდეს, რომ ფეხბურთელის დატოვება და შეთავაზებაზე უარის თქმა უფრო სწორი ინვესტიცია იყოს", - განაცხადა კორონამ.
ტეგები:
Facebook კომენტარები