• 18-09-2023
    ფრანჩესკო გრაციანი: "რატომ გაიყვანა ხვიჩა, რისი შეცვლა შეეძლო ძერბინს 3 წუთში?"
    ფრანჩესკო გრაციანი: "რატომ გაიყვანა ხვიჩა, რისი შეცვლა შეეძლო ძერბინს 3 წუთში?"

    როგორც მოგეხსენებათ, სერია ა-ს გასულ ტურში "ნაპოლი" "ჯეონოას" დაუპირისპირდა და მატჩი ფრედ, 2:2 დასრულდა.

    შეხვედრაში ხვიჩა კვარაცხელიამ თავი საგოლე მოქემედებით ვერ გამოიჩინა.

    ამასთანავე, რუდი გარსიამ ქართველი შემტევი შეხვედრის 89-ე წუთზე გაიყვანა და მის ნაცვლად ალესიო ძერბინი შემოიყვანა.

    ამ საკითხთან დაკავშირებით, ყოფილმა იტალიელმა ფეხბურთელმა ფრანჩესკო გრაციანიმ მედიასთან კომენტარი გააკეთა.

    "ნაპოლიმ წელს ენთუზიაზმი ვერ გამოავლინა. ისეთი შთაბეჭდილება მრჩება, რომ გუნდმა საკუთარი შესაძლებლობების რწმენა დაკარგა.

    "კვარაცხელიას პოზიციას ვიზიარებ. ხვიჩას შეცვლა გარსიას მხრიდან აბსურდული გადაწყვეტილება იყო. რატომ გაიყვანა კვარა, რისი შეცვლა შეეძლო ძერბინს 3 წუთში? მან ასევე ლობოტკა შეცვალა, ფეხბურთელები, რომლებმაც წინა სეზონში სიცხიანებიც კი თამაშობდნენ", - განაცხადა ფრანჩესკომ.

    Facebook კომენტარები