18-09-2023

გაირკვა - ითამაშებს თუ არა არაუხო "ანტვერპენის" წინააღმდეგ

ავტორი
როგორც მოგეხსენებათ, კატალონიის "ბარსელონა" ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის პირველ მატჩში საშინაო მოედანზე "ანტვერპენს" დაუპირისპირდება.
იწერებოდა, რომ აღნიშნულ შეხვედრაში რონალდ არაუხოს თამაშის შანსები არსებობდა.
მიუხედავად ამისა, კატალონიელთა თავკაცმა ჩავი ერნანდესმა რისკები თავიდან აირიდა და ურუგვაელი ცენტრალური მცველი განაცხადის მიღმა დატოვა.
გუნდს ასევე პედრიც ვერ დაეხმარება, რომელსაც ტრავმა ბოლომდე ჯერ არ მოუშუშებია.
ცნობისთვის, აღნიშნული დაპირისპირება ჩვენი დროით 23:00 საათზე აიღებს სტარტს.
ტეგები:
Facebook კომენტარები