• 19-09-2023
    "გარსიამ ფეხბურთელები მოიხმო და 20 წუთს ესაუბრა" - ახალი ცნობები იტალიურ მედიაში
    "გარსიამ ფეხბურთელები მოიხმო და 20 წუთს ესაუბრა" - ახალი ცნობები იტალიურ მედიაში

    იტალიურ მედიაში იწერება, რომ "ნაპოლის" თავკაცმა, რუდი გარსიამ კლუბის ბაზაზე ვარჯიშამდე ფეხბურთელები მოიხმო და ესაუბრა:

    "ნაპოლის" მოთამაშეები გუშინ საწვრთნელ ბაზაზე შეიკრიბნენ, მათ რუდი გარსიამ საუბარი შესთავაზა. ფეხბურთელებმა და მწვრთნელმა აზრები გაცვალეს და განვლილი ოთხი მატჩი განიხილეს" 

    "საუბარი 20 წუთის განმავლობაში გაგრძელდა, მართალია, ჯერჯერობით რუდი გარსიას ტაქტიკურ ცვლილებებსა და სიახლეებს შედეგი არ მოუტანია, თუმცა ხვალ გუნდი ბრაგაში გაფრინდება, სადაც ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის პირველ შეხვედრას გამართავს" 

    "ფრანგ სპეციალისტს კვირას "ბოლონიასთან" მეორე გამოცდა ელოდება", - წერს გამოცემა.

    Facebook კომენტარები