• 20-09-2023
    "ბრაგას" მწრთვნელი: "ჩემი ნება რომ იყოს, "ნაპოლის" ხვიჩას წავართმევდი"
    "ბრაგას" მწრთვნელი: "ჩემი ნება რომ იყოს, "ნაპოლის" ხვიჩას წავართმევდი"

    როგორც მოგეხსენებათ, ჩემპიონთა ლიგის ახალ სეზონში "ნაპოლი" პირველ თამაშს "ბრაგას" წინააღმდეგ ჩაატარებს.

    აღნიშნული დაპირისპირების წინ, პორტუგალიური კლუბის მთავარმა მწრთვნელმა, არტურ ჟორჟესმა საინტერესო კომენტარი გააკეთა.

    "ამბიციური გუნდი ვართ, მიყვარს შემტევი ფეხბურთის თამაში. წინა სეზონში ჩემპიონატი 78 ქულით მოვიგეთ და ყველა ტურნირზე ერთად 100-ზე მეტი გოლი გავიტანეთ, ეს ჩვენს ისტორიაში გამორჩეული წელი იყო.

    "ნაპოლი" ძლიერი გუნდია. განსაკუთრებით გამოვყოფდი მათ მწვრთნელ რუდი გარსიას, ის ჭკვიანი და ინოვაციური სპეციალისტია. მოუთმენლად ველი მასთან დაპირისპირებას.

    "ჩემი ნება რომ იყოს, "ნაპოლის" ხვიჩა კვარაცხელიას წავართმევდი. ის არაპროგნოზირებადი მოთამაშეა, თუმცა "პარტენოპეი" მარტო მასზე და ვიქტორ ოსიმენზე არაა დამოკიდებული. ორივე გუნდისთვის რთული მატჩი იქნება", - თქვა პორტუგალიელმა.

    Facebook კომენტარები