• 19-09-2023
    "ირაკლისა და გიორგიზე მომავალში დიდ იმედებს ვამყარებთ" - შახტარის მწვრთნელის კომენტარი
    "ირაკლისა და გიორგიზე მომავალში დიდ იმედებს ვამყარებთ" - შახტარის მწვრთნელის კომენტარი

    19 სექტემბერს ირაკლი აზაროვისა და გიორგი გოჩოლეიშვილის დონეცკის "შახტარი" ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე "პორტოს" დაუპირისპირდება.

    მატჩმდე უკრაინული გუნდის თავკაცმა, პატრიკ ვან ლეუვენმა ქართველ ლეგიონერებზე ისაუბრა:

    "გოჩოლეიშვილი და აზაროვი თავს კარგად გრძნობენ. მათ სეზონის სტარტიდან ვიცნობ და მომწონს მათთან მუშაობა. მართალია, ორივე მათგანმა საქართველოს ეროვნულ ნაკრებში ითამაშეს, მაგრამ ჩვენ გვყავს უკრაინელებიც, რომლებმაც ასევე ითამაშეს ნაკრებში"

    "ჩვენ ყველაფერზე ვზრუნავთ, ხოლო ირაკლისა და გიორგიზე მომავალში დიდ იმედებს ვამყარებთ".

    Facebook კომენტარები