• 19-09-2023
    "ქართველს საშუალო დონის ფეხბურთელის ხელფასი აქვს არადა ტოპ-ფეხბურთელია" - ვეტერანი ფეხბურთელები კვარაცხელიზე საუბრობენ
    "ქართველს საშუალო დონის ფეხბურთელის ხელფასი აქვს არადა ტოპ-ფეხბურთელია" - ვეტერანი ფეხბურთელები კვარაცხელიზე საუბრობენ

    ბოლო დროს, ხვიჩა კვარაცხელიას გარშემო მედიაში დიდი მითქმა-მოთქმაა გამართული. ამის მიზეზი მისი "ჯენოასთნ" 89-ე წუთზე ცვლილება გახდა.

    ქართველთან დაკავშირებით ოკმენტარი ყოფილმა ფეხბურთელებმა, ალდო სერენამ და ფაბიო სანტაკროჩემ გააკეთეს.

    "კვარაცხელიას და ოსიმენის კონტრაქტების გახანგრძლივების საკითხი ისევ ღია რომ არის, მათზე უარყოფით გავლენას ახდენს. ქართველს საშუალო დონის ფეხბურთელის ხელფასი აქვს, არადა, ტოპ-ფეხბურთელია, ერთ-ერთი მათგანი, ვინც აღფრთოვანებას იწვევს, ის მოედანზე ფანტაზიას აფრქვევს", - თქვა სერენამ.

    "გულწრფელად უნდა ვთქვა, რომ ვერ ვიპოვე მიზეზი ამ ცვლილების ასახსნელად. თამაშში ლინდსტრომი რომ ჩაერთო, სხვაგვარად ვიფიქრებდი. ნებისმიერ შემთხვევაში, 2:2-ზე გუნდს თამაში მოსაგები ჰქონდა და ქართველი ასეთ დროს არ უნდა შეცვალო, თუნდაც მას ცუდი თამაში ჰქონდეს, რადგან მყისიერად შეუძლია გაბრწყინება და მატჩის ბედის გადაწყვეტა", - განაცხადა სანტაკროჩემ.

    Facebook კომენტარები