

მოგეხსენებათ, "ნაპოლიმ" ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის პირველი შეხვედრა "ბრაგასთან" მოგებით დაიწყო.
"პარტენოეპის" ქართველი შემტევის, ხვიჩა კვარაცხელიას 66-ე წუთზე შეცვლას დიდი აღშფოთება მოჰყვა, როგორც ფეხბურთელისგან ისე მედიისგან.
მატჩის შემდეგ კონფერენციაზე, "ნაპოლის" თავკაცმა, რუდი გარსიამ კვარას თამაშთან დაკავშირებით ისაუბრა:
"კვარამ შეტევაში კარგად ითამაშა, პირველი გოლში მონაწილეობაც მიიღო, მაგრამ მნიშვნელოვანია დაცვითი ფაზაც. სეზონისთვის მზადების დროს მან ტრავმა მიიღო და პირველი მატჩი გამოტოვა, მეორეში კი - სათადარიგოთა სკამიდან ჩაერთო და ამის გამო ტემპი დაკარგა. მას სათამაშო დრო სჭირდება, რათა თავი ბრწყინვალედ წარმოაჩინოს." - განაცხადა ფრანგმა სპეციალისტმა.
აქვე გეტყვით, რომ ნეაპოლელები შემდეგ მატჩს 24 სექტემბერს "ბოლონიას" წინააღმდეგ გამართავენ.