• 21-09-2023
    "ბარსელონამ" ვერმეერენის ტრანსფერზე მუშაობა დაიწყო
    "ბარსელონამ" ვერმეერენის ტრანსფერზე მუშაობა დაიწყო
    Author of the article
    Aa

    "ბარსელონასა" და "ანტვერპენს" შორის არტურ ვერმეერენის თაობაზე პირველი კონტაქტი შედგა, - იუწყება Mundo Deportivo-ს ჟურნალისტი გაბრიელ სანსი.

    როგორც ჩანს, მხარეებმა ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის ეგიდით ჩატარებული მათი მატჩით ისარგებლეს. ერთმანეთს სპორტული დირექტორები - დეკუ და მარკ ოვერმარსი გაესაუბრნენ.

    ფინანსურ დეტალებზე საუბარი ჯერ არ ყოფილა, მაგრამ ის ვიცით, რომ "ანტვერპენს" ბელგიელი ნახევარმცველისთვის ფასი უკვე დადებული აქვს. არტურს კლუბი დაახლოებით 20 მილიონ ევროდ შეელევა.

    18 წლის ფეხბურთელი პოზიციით საყრდენი ნახევარმცველია. სერხიო ბუსკეტსის მემკვიდრეობისთვის მას ბევრი მიიჩნევს შესაფერის კადრად.

    ახალ სეზონში ჩატარებულ 10 მატჩში არტურმა 2 ასისტი მიითვალა.

    Facebook კომენტარები