• 21-09-2023
    არტური: "ჩავი შესანიშნავად მუშაობს"
    არტური: "ჩავი შესანიშნავად მუშაობს"
    Author of the article
    Aa

    "ბარსელონას" ყოფილმა ნახევარმცველმა, არტურ მელომ, რომელიც ახლა იტალიურ "ფიორენტინაში" თამაშობს, AS-ს ვრცელი ინტერვიუ მისცა.

    ცხადია, ბრაზილიელი ფეხბურთელი "ბლაუგრანაში" გატარებულ პერიოდსაც შეეხო:

    "ყველამ იცის, რამდენად მიყვარს "ბარსელონა". ვფიქრობ, მათ ძალიან კარგი შემადგენლობა ჰყავთ. ჩავი შესანიშნავად მუშაობს. მას და "ბარსელონას" წარმატებას ვუსურვებ."

    "ვალვერდე იყო ის მწვრთნელი, რომელმაც ამირჩია. მისგან ბევრი რამ ვისწავლე. ევროპაში ახალი ჩასული, ახალგაზრდა ფეხბურთელი ვიყავი და ის ცდილობდა, რომ დამხმარებოდა."

    "კიკე სეტიენთან პატივისცემით აღსავსე ურთიერთობა მქონდა. "იუვენტუსში" წასვლამდე მას ველაპარაკე იმაზე, რაც ხდებოდა, რისი მჯეროდა და რას აკეთებდა კლუბი."

    არტურ მელო "ბარსელონამ" 2018 წელს შეიძინა, როცა ბრაზილიურ "გრემიოს" მასში 31 მილიონი ევრო გადაუხადა. "იუვენტუსში" გაყიდვამდე, ახალგაზრდა შუახაზელმა "ლურჯ-ბროწეულისფერთა" მაისურით 72 მატჩი ჩაატარა, 4 გოლი შეაგდო და 6 საგოლე გადაცემა მიითვალა.

    Facebook კომენტარები