• 22-09-2023
    "კვარა ერთ-ერთი პირველი იყო ვინც "ტორინოში" ტრანსფერი მომილოცა" - საზანოვმა ჟურნალისტებს უპასუხა
    "კვარა ერთ-ერთი პირველი იყო ვინც "ტორინოში" ტრანსფერი მომილოცა" - საზანოვმა ჟურნალისტებს უპასუხა

    "ტორინოს" ქართველმა ახალწვეულმა, საბა საზანოვმა პრესკონფერენციაზე ჟურნალისტების მიერ დასმულ შეკითხვებს უპასუხა:

    "მიხარია, რომ აქ ვარ. "ტორინო" განსხვავებული სტილის ფეხბურთს თამაშობს, ვიდრე ჩემი წინა გუნდი. მთავარი პლუსი? ორთაბრძოლებში შესვლა ძალიან მიყვარს. ამაზე არც იტალიაში ვიტყვი უარს. ერთი სული მაქვს, მოედანზე როდის გავალ"

    "ჯერჯერობით მნიშვნელოვანია, რომ მწვრთნელის ხედვები კარგად გავიაზრო. გუნდში უამრავი ძლიერი ცენტრალური მცველი ასპარეზობს"

    "ხვიჩას ძალიან დიდი ხანია ვიცნობ, ორივე რუსეთის ჩემპიონატში ვთამაშობდით. კვარა ერთ-ერთი პირველი იყო, ვინც ტრანსფერის შემდეგ დამიკავშირდა და იტალიის შესახებ ბევრი დადებითი მიამბო. მიუხედავად ჩვენი მეგობრობისა, შევთანხმდით, რომ მოედანზე ერთმანეთის სასტიკი მოწინააღმდეგეები ვიქნებით. "ტორინოსა" და "ნაპოლის" დაპირისპირებას ძალიან ველოდები", - განაცხადა საბამ.

    Facebook კომენტარები