• 20-07-2022
    ანტონ პეტრეას პრესკონფერენცია
    ანტონ პეტრეას პრესკონფერენცია
    Aa

    ხვალ "საბურთალო" თბილისში ბუქარესტის "სტიაუას" მიიღებს. მატჩის წინ რუმინული კლუბის მთავარმა მწვრთენლმა, ანტონ პეტრეამ პრესკონფერენციაზე ხვალინდელი შეხვედრის შესახებ ისაუბრა:


    "ეს ჩვენი პირველი მატჩია წელს ევროპულ ასპარეზზე და ვეთამაშებით გუნდს, რომელმაც ძალიან დრამატულ შეხვედრაში იმარჯვა და ფაქტი, რომ ძლიერები არიან. დიდი შრომა მოგვიწევს მათ დასამარცხებლად. იმედი გვაქვს, რომ ხვალ მაღალი დონის თამაშს ვაჩვენებთ.


    ბოლო პერიოდში ევროპულ ტურნირებზე ფავორიტები არ არსებობენ. თითოეული გუნდი ცდილობს, რომ ბარიერი გადალახოს და სენსაციებიც ვიხილეთ. 


    ბუნებრივია, "საბურთალოს" ორივე შეხვედრა გავაანალიზეთ. ისინი სხვადასხვა თამაშში სხვადასხვა სისტემაზე გადაწყობას ახდენენ და ვეცდებით, რომ ამას ფეხი ავუწყოთ.


    ამ მომენტისათვის, სეზონის საწყის მომენტში ზუსტად ვერ ვისაუბრებთ ჩვენ ფიზიკურ ფორმაზე. მეტოქემ შედარებით მეტი მატჩი ჩაატარა. ჩვენთვის ამ კონკრეტულ ასპექტს დიდი მნიშვნელობა არ აქვს. ვეცდებით, რომ ხვალინდელი მატჩი მოვიგოთ.


    ჩვენთან ყველას სჯერა, რომ ეს კლუბი იმ "სტიაუას" გზას აგრძელებს. მუდამ გამოვდივართ ევროტურნირებზე და ჩემთვის გაუგებარია, რატომ არ უნდა ჩაითვალოს ეს კლუბი სამართალმემკვიდრედ. ეს კომერციული პრობლემაა." 



    შეგახსენებთ, რომ ხვალინდელი მატჩი "საბურთალოსა" და "სტიაუას" შორის 20:00 საათზე დინამო არენაზე დაიწყება. 

    Facebook კომენტარები
  • “მადლობას ვუხდი ვეფხვების სტაფის ყველა წევრს” - არველაძე “ჰალს” დაემშვიდობა
    03-10-2022
    “მადლობას ვუხდი ვეფხვების სტაფის ყველა წევრს” - არველაძე “ჰალს” დაემშვიდობა
  • VIDEO: პატარა ბიჭის რეაქცია, როცა ხვიჩა კვარაცხელიასგან საჩუქარი მიიღო
    03-10-2022
    VIDEO: პატარა ბიჭის რეაქცია, როცა ხვიჩა კვარაცხელიასგან საჩუქარი მიიღო
  • კვარაცხელიას მასწავლებელი სასიამოვნო ისტორიას იხსენებს: "ხვიჩა ბურთს მიგორებდა და იძახდა.."
    03-10-2022
    კვარაცხელიას მასწავლებელი სასიამოვნო ისტორიას იხსენებს: "ხვიჩა ბურთს მიგორებდა და იძახდა.."
  • “მთავარი მოტივაცია ჩემი ოჯახია” - ინტერვიუ ნიკა ხორხელთან
    03-10-2022
    “მთავარი მოტივაცია ჩემი ოჯახია” - ინტერვიუ ნიკა ხორხელთან
  • “მსოფლიოში საუკეთესო 9-იანი ხარ” - სუარესმა ჰალანდი შეაქო
    03-10-2022
    “მსოფლიოში საუკეთესო 9-იანი ხარ” - სუარესმა ჰალანდი შეაქო
  • დიდი დაპირისპირების მოლოდინში - რას ამბობს "აიაქსის" მწვრთნელი კვარაცხელიას შესახებ
    03-10-2022
    დიდი დაპირისპირების მოლოდინში - რას ამბობს "აიაქსის" მწვრთნელი კვარაცხელიას შესახებ
  • იქნება თუ არა კვარა “აიაქსთან” ძირითადში - “ნაპოლის” სავარაუდო XI
    03-10-2022
    იქნება თუ არა კვარა “აიაქსთან” ძირითადში - “ნაპოლის” სავარაუდო XI
  • განსხვავება ჰოლანდსა და მესის შორის - გვარდიოლას პასუხი
    03-10-2022
    განსხვავება ჰოლანდსა და მესის შორის - გვარდიოლას პასუხი
  • მეტი სიახლის ნახვა