ბოლო დროს, მილანის "ინტერს" საქართველოს ეროვნული ნაკრებისა და "ვალენსიას" კარის დარაჯს, გიორგი მამარდაშვილს ხშირად უკავშირებენ.
როგორც ირკვევა, "ნერაძურის" სურს, რომ "ღამურებმა" ქართველში ნაკლები თანხა მოითხოვონ, რაც ტრანსფერს გარდაუვალს აქცევს, ეს ყველაფერი იმის ფონზე, რომ ანდრე ონანა დიდი ალბათობით კლუბს დატოვებს.
ასევე არსებობს ცნობები, რომლის მიხედვითაც "ინტერი" ემპოლიდან გულიელმო ვიკარიოს გადმოყვანას მამარდასთან შედარებით იაფად განიხილავდა, თუმცა მათთვის გიორგი პრიორიტეტია.
აქვე მოგახსენებთ, რომ გიორგი მამარდაშვილს ვალენსიასთან ხელშეკრულება 2027 წლამდე აკავშირებს, რომელშიც გამოსასყიდ თანხად 100 მილიონი ევროა ჩაწერილი. მან 2022/23 წლების სეზონში კლუბის კარი ყველა ტურნირის 42 შეხვედრაში დაიცვა, გაუშვა 49 გოლი, 9 თამაშში კი კარი მშრალად შეინახა. მიუხედავატ ასეთი სტატისტიკისა მან გასულ სეზონში უმაღლესი დონე აჩვენა, რითიც გრანდების ყურადღება მიიპყრო.