• 25-09-2023
    "კვარაცხელიას შეცვლა აუხსნელია" - იტალიური მედია კვარას თამაშს დადებითდ აფასებს
    "კვარაცხელიას შეცვლა აუხსნელია" - იტალიური მედია კვარას თამაშს დადებითდ აფასებს

    მოგეხსენებათ, "ნაპოლისა" და "ბოლონიას" შორის გაამრთული მატჩი ფრედ, 0:0 დასრულდა. 

    აღნიშნუს შეხვედრაში, ხვიჩა კვარაცხელიამ მოედანზე 76 წუთი დაჰყო. ქართველის თამაში ბევრმა გამოცემამ შეაფასა:

    "Calciomercato.it" - "შეფასების 1 ქულა ოსიმენის ძელის შემდეგ სენსაციურად განიავებული მომენტის გამო დაკარგა. ბევრჯერ იაქტიურა, მაგრამ ცოტა ზედმეტად არაზუსტი იყო. ნაპოლი ბოლონიას საჯარიმომდე მიჰყავდა. მისი შეცვლა აუხსნელია". 

    "Tuttonapoli" - "განუწყვეტლივ უმიზნებს მეტოქეს და ბოლონიას საჯარიმოს, გოლი აკლია და დარტყმას დაჟინებით ცდილობდა, ალბათ, მეტისმეტადაც. თუმცა, მის აქტიურობას მოჰყვა პენალტი". 

    "Calcionapoli 1926" - "კარგი პირველი ტაიმი ჩაატარა. მეორე ტაიმში ოდნავ ქრებოდა, მაგრამ გარსია მართალია: მას უგოლობა ხელს უშლის, რომ უფრო თავისუფალი გონებით ითამაშოს". 

    "Tuttomercatoweb"- "დააგვიანა, როცა შორეული ძელი უნდა ჩაეხურა. მთელი მატჩის განმავლობაში ცდილობდა გოლის გატანას. რაღაცას ქმნის, მაგრამ ეს მაინც ძალიან ცოტაა. ნახევარი ქულით მეტი დაიმსახურა საჯარიმოში პასისთვის, რომელსაც პენალტი მოჰყვა". 

    "Calciomercato.com" - "კიდევ ერთხელ უგოლოდ, მაგრამ ამჯერად შესამჩნევია, რომ პროტაგონისტობის სურვილი აქვს და ეს ხშირად გამოსდიოდა".

    Facebook კომენტარები