• 14-06-2023
    გიორგი ლაცაბიძემ “გაგრა” დატოვა
    გიორგი ლაცაბიძემ “გაგრა” დატოვა

    28 წლის მოთამაშემ, გიორგი ლაცაბიძემ “გაგრა” დატოვა. ინფორმაციას აფხაზური გუნდი სოციალურ ქსელში ავრცელებს.

    გიორგი გუნდს ურთიერთშეთანხმების საფუძველზე დაემშვიდობა.

    ლაცაბიძე “გაგრას” სეზონის სტარტზე “საბურთალოდან” შეუერთდა და 14 ჩატარებულ შეხვედრაში 3 საგოლე გადაცემა შეასრულა.

    ჯერჯერობით უცნობია, თუ სად გააგრძელებს 28 წლის ფეხბურთელი კარიერას.

    ცნობისთვის, “გაგრა” გიორგი ლაცაბიძეს გაწეული შრომისათვის მადლობას უხდის და მომავალში წარმატებებს უსურვებს.

    Facebook კომენტარები