• 30-09-2023
    "კვარას ომის გარეშე ვერ დავიმატებდი" - კრისტინო ჯუნბტოლი ხვიჩას ტრანსფერის დეტალებზე
    "კვარას ომის გარეშე ვერ დავიმატებდი" - კრისტინო ჯუნბტოლი ხვიჩას ტრანსფერის დეტალებზე

    "ნაპოლის" ყოფილმა და "იუვენტუსის" ამჟამინდელმა სპორტულმა დირექტორმა, კრისტინ ჯუნტოლიმ ჟურნალისტებთან ისაუბრა, სადაც ხვიჩა კვარაცხელიას ნეაპოლურ გუნდში ტრანსფერსაც შეეხო:

    "იუვენტუსში თავს სახლში ვგრძნობ. მახსოვს, რომ თავიდან ბაბუასთან ერთად დავდიოდი იუვეს თამაშებზე ფლორენციაში, ხან ბოლონიაში, ასევე ვიყავი პისტოიაში, შემდეგ უკვე ტურინში ავტობუსით მივდიოდი პრატოდან, მე პლატინის, ბონიეკის, ტარდელის იუვეზე გავიზარდე, მამაჩემიც "ბიანკონერის" დიდი გულშემატკივარი იყო. 1998 წელს ამსტერდამში ჩემპიონთა ლიგის ფინალს დავესწარი, რომელიც "რეალთან" მიატოვიჩის მიერ თამაშგარე მდგომარეობიდან გატანილი გოლით წავაგეთ".

    "დღეს ფეხბურთში ყველამ ყველაფერი იცის, ძნელია სხვებს აჯობო დროში და დაბალ ფასად გააკეთო ტრანსფერი. მე ნაპოლიში რამდენიმე დამთხვევა მქონდა, მაგალითად: კვარას ომის გარეშე ვერ დავიმატებდი"

    "ხოლო პანდემიის გამო სეზონი რომ არ შეწყვეტილიყო, ალბათ, ოსიმენი საფრანგეთში 30 გოლს გაიტანდა და პრემიერლიგაში წავიდოდა", - განაცხადა იტალიელმა.

    Facebook კომენტარები