• 01-10-2023
    "მათ აქვთ კვარაცხელიას ხარისხი" - "ლეჩეს" მწვრთნელი ქართველით აღფრთოვანებულია
    "მათ აქვთ კვარაცხელიას ხარისხი" - "ლეჩეს" მწვრთნელი ქართველით აღფრთოვანებულია

    მოგეხსენებათ, სერია ა-ს მე-7 ტურში ხვიჩა კვარაცხელიას "ნაპოლიმ" "ლეჩე" ამგარიშით 4:0 დაამარცხა.

    მოწინააღმდეგე გუნდის მწვრთნელმა, რობერტო დ'ავერსამ მატჩი შეაფასა და ქართველ ლეგიონერზე ისაუბრა:

    "როდესაც ნაპოლის მსგავს გუნდს ეთამაშები, თუ შეცდომებს დაუშვებ და გოლს ვერ გაიტან, დამარცხდები. მათ აქვთ კვარაცხელიას ხარისხი, რომელმაც ოსიმენს შორეულ ძელთან შესანიშნავი პასი გაუკეთა. სამწუხარო ისაა, რომ ეს გოლი კონტრშეტევაზე გავუშვით"

    "ნაპოლიმ" დღეს იმ გუნდის სულისკვეთება აჩვენა, რომელმაც "სკუდეტო" მოიგო, მაგალითად, როდესაც ხედავ, რომ 1:0-ზე კვარა ჟენდრის ბურთის დასაბრუნებლად 50 მეტრზე მისდევს, ეს ყველაფერზე მეტყველებს. 0:4 წავაგეთ, ამიტომ, საჭიროა უბრალოდ გავჩუმდეთ და მომდევნო მატჩისთვის მოვემზადოთ", - განაცხადა დ’ავერსამ.

    აქვე შეგახსენებთ, რომ "პარტენოპეი" შემდეგ მატჩს ჩემპიონთა ლიგაზე მადრიდის "რეალის" წინააღმდეგ გამართავს.

    Facebook კომენტარები