• 14-06-2023
    უჩა სოსიაშვილმა “შუქურა” დატოვა
    უჩა სოსიაშვილმა “შუქურა” დატოვა

    ურთიერთშეთანხმების საფუძველზე უჩა სოსიაშვილმა ქობულეთის "შუქურა" დატოვა. ინფორმაციას შავიზღვისპირული გუნდი სოციალურ ქსელში ავრცელებს.

    კლუბმა დააკმაყოფილა მთავარი  მწვრთნელის თხოვნა და მოხდა მხარეებს შორის კონტრაქტის გაწყვეტა.

    ქობულეთური გუნდი მადლობას უხდის უჩას გუნდში გაწეული საქმიანობისთვის და  წარმატებას უსურვებს მომავალში.

    ცნობისთვის, უცნობია თუ სად გააგრძელებს კარიერას უჩა სოსიაშვილი. ასევე “შუქურას” ახალი მწვრთნელის ვინაობაც უცნობია.

    Facebook კომენტარები