• 05-10-2023
    სანიოლი: "კვიპროსის ნაკრების წინააღმდეგ ხვიჩა ამას დაამტკიცებს"
    სანიოლი: "კვიპროსის ნაკრების წინააღმდეგ ხვიჩა ამას დაამტკიცებს"
    Author of the article
    Aa

    როგორც მოგეხსენებათ, სანაკრებო პაუზა ნელ-ნელა ახლოვდება, სადაც საქართველოს ნაკრები ტაილანდსა და კვიპროსს დაუპირისპირდება.

    აღნიშნულის წინ, "ჯვაროსნების" მთავარმა მწრთვნელმა, ვილი სანიოლმა "პირველ არხთან" ექსკლუზიურად ისაუბრა.

    "ჩვენს ჯგუფში უძლიერესი ნაკრებები მოხვდნენ, რომლებიც ძალიან გამოცდილები არიან. 

    "ბოლო 2 წლის განმავლობაში ბევრი რამ გავაკეთეთ. შესაძლოა, უკანასკნელ პერიოდში პრობლემებს წავაწყდით, თუმცა მოგეხსენებათ, ევოლუცია არასდროსაა სწორხაზოვანი. 

    "წარმატების მიღწევისთვისა და განვითარებისთვის თავდაუზოგავი მუშაობაა საჭირო. საუკეთესო შედეგს ყოველთვის ვერ მიაღწევ.

    "ბოლო დროს ხვიჩა კვარაცხელია კარგ ფორმაში შევიდა. ის კვიპროსის ნაკრების წინააღმდეგ დაამტკიცებს, რომ თავისი ნაკრების სახელით საუკეთესოდ თამაშობს.

    "შემდეგ ორ თამაშში ბევრ ცვლილებას ვგეგმავ. მაინტერებს, თუ როგორ განვითარდნენ მოთამაშეები", - თქვა ფრანგმა სპეციალისტმა.

    Facebook კომენტარები