• 07-10-2023
    "როცა კვარა ვერაფერს ახერხებს "ნაპოლის" პრობლემები აქვს" - კასანოს კომენტარი
    "როცა კვარა ვერაფერს ახერხებს "ნაპოლის" პრობლემები აქვს" - კასანოს კომენტარი

    ყოფილმა იტალიელმა ფეხბურთელმა, ანტონიო კასანომ "ნაპოლისა"და კვარას მადრიდის "რეალის" წინააღმდეგ პერფორმანსზე ისაუბრა: 

    "რეალი" ის გუნდი ნამდვილად აღარაა, როგორიც წლების წინ, მით უმეტეს, რომ მათ მილიტაო და ალაბაც არ ჰყავდათ. "უდინეზესთან" და "ლეჩესთან" დიდი ანგარიშით გამარჯვების შემდეგ, შედარებით ძლიერი მეტოქისგან 3 გოლი გაუშვეს, შეიძლებოდა უფრო დიდი ანგარიშითაც წაეგოთ" 

    "თითქოს "ნაპოლი" იდეების გარეშე თამაშობდა, არანაირი გამბედაობა და აგრესია. ოსიმენს ბურთი ხშირად ჰქონდა, თუმცა სახიფათო მომენტების შექმნას ვერ ახერხებდა" 

    "კვარა ჩრდილში იყო, ლობოტკა კი ბურთს სათანადოდ ვერ ანაწილებდა. თუ ეს სამი მოთამაშე ვერაფერს ახერხებს, მაშინ "პარტენოპეის" ყოველთვის პრობლემები აქვს", - განაცხადა კასანომ.

    Facebook კომენტარები