• 07-10-2023
    "ბარსელონა" ყოფილი ფეხბურთელის დაბრუნებას განიხილავს - რას წერენ მედიაში
    "ბარსელონა" ყოფილი ფეხბურთელის დაბრუნებას განიხილავს - რას წერენ მედიაში

    ესპანურ მედიაში კატალონიის "ბარსელონას" შესახებ ახალი სატრანსფერო ინფორმაცია გავრცელდა.

    როგორც იწერება, "ბლაუგრანა" ყოფილი მოთამაშის დაბრუნების საკითხს განიხილავს.

    საუბარია ჩავი სიმონსზე, რომელიც 2019 წელს "ბარსადან" "პსჟ"-ს რიგებს შეუერთდა.

    იწერება, რომ კატალონიური გრანდის ხელმძღვანელები ნიდერლანდელი ფეხბურთელის სიტუაციას ყურადღებით აკვირდებიან.

    აქვე გეტყვით, რომ 20 წლის ნახევარცმველის გამოსასყიდი თანხა 40 მილიონ ევროს შეადგენს.

    Facebook კომენტარები