

მოსკოვის "სპარტაკისა" და რუსეთის ეროვნული გუნდის ცენტრალური მცველი, გიორგი ჯიქია რუსული გუნდებისა და ნაკრებების საერთაშორისო ტურნირებიდან მოკვეთამ ძლიერ დაამწუხრა.
"ევროარენაზე დაბრუნება რაც შეიძლება მალე მსურს. მჯერა, ყველაფერი სწრაფად დასრულდება. მინდა, მწამდეს, რომ ზაფხულში საკვალიფიკაციო შეხვედრებში მონაწილეობას მივიღებთ.
პოლონეთთან 24 მარტს გასამართი მატჩისთვის დიდი ხნის მანძილზე ვემზადებოდით. ამაზე უკვე ვისაუბრეთ. ჩვენ არაფრის გაკეთება შეგვეძლო. ყველაფერი უკვე მოხდა.
გუშინ არცერთი მატჩისთვის მიმიდევნებია თვალი. ვვარჯიშობთ, რომ მომავალში, როცა ყველაფერი თავის ადგილზე დადგება, მზად ვიყოთ. ხვალ ახალგაზრდულ ნაკრებთან გველის შეხვედრა.
რაც მოხდა, იმან იმედგაცრუებული დამტოვა. მე და ჩემს თანაგუნდელებს დიდ ფორუმზე თამაშის შანსი მოგვისპეს. ძალიან მინდოდა, რომ მუნდიალზე მონაწილეობა მიმეღო, მაგრამ ჩვენ ზრდასრული ადამიანები ვართ და ვითარებასაც შევეგუეთ," - თქვა ჯიქიამ.
შეგახსენებთ, რომ ყატარის მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის ფლეიოფში რუსებს პოლონეთის ნაკრების წინააღმდეგ უნდა ეთამაშათ, თუმცა ისინი ტურნირიდან მოხსნეს, პოლონელები კი პირდაპირ ფლეიოფის ფინალში გაიყვანეს.