• 25-03-2022
    ფიფა ოფიციალურ ენებში რუსულის დამატებას აპირებს - დეტალები
    [/xfgiven_playerads]
    ფიფა ოფიციალურ ენებში რუსულის დამატებას აპირებს - დეტალები
    Aa

    ყატარის დედაქალაქ დოჰაში მომავალ ხუთშაბათს მსოფლიო ფეხბურთის მმართველი ორგანოს კონგრესია ჩანიშნული, სადაც რამდენიმე ცვლილების განხორციელებაზე ხმის მიცემა უნდა ჩატარდეს.


    L'Equipe-ს ინფორმაციით, ფიფას მესვეურები ორგანიზაციის ოფიციალური ენების რაოდენობის გაზრდას გეგმავენ და არაა გამორიცხული, ეს რუსულ ენას შეეხოს.


    ამჟამად ფიფა დოკუმენტებსა და საკუთარ წევრებთან ურთიერთობისას ინგლისურ, ესპანურ და ფრანგულ ენებს იყენებს. საინტერესოა, რომ ოფიციალური ენაა გერმანულიც, რაც იურიდიული მიზეზებითაა განპირობებული.


    თუ ფრანგულ გამოცემას დავუჯერებთ, ფიფა გეგმავს, რომ ამ ენებს კიდევ სამი დაუმატოს: პორტუგალიური, არაბული და რუსული. ახლად დამატებულ ენებს სისტემატიური გამოყენება არ ექნებათ და მათ მხოლოდ მაშინ "მიეცემათ საქმე", როცა ეს საჭირო გახდება.


    აღნიშნულ ინიციატივას კონგრესის მხარდაჭერა სჭირდება, თუმცა კონგრესში ახლა თვლიან, რომ ამჟამად არსებული ვითარება არ იძლევა ამ გადაწყვეტილების მიღების საშუალებას.


    ცნობისთვის, რამდენიმე კვირის წინ ფიფამ რუსული გუნდები და ნაკრებები საერთაშირისო ტურნირებიდან მოკვეთა, რაც რუსეთის ფედერაციის უკრაინაში შეჭრამ განაპირობა.

    Facebook კომენტარები