• 03-06-2023
    რონალდუ: "ალ-ნასრში" ბედნიერი ვარ და მსურს აქ დავრჩე"
    რონალდუ: "ალ-ნასრში" ბედნიერი ვარ და მსურს აქ დავრჩე"

    "ალ-ნასრის" ფეხბურთელმა, კრიშტიანუ რონალდუმ მედიასთან საინტერესო კომენტარი გააკეთა.

    კერძოდ, პორტუგალიელმა მიმდინარე სეზონსა და თავის სამომავლო გეგმებზე ისაუბრა.

    "აქ ბედნიერი და თავს კარგად ვგრძნობ. მინდა, რომ ისევ ამ კლუბში დავრჩე. ვფიქრობ, რომ იმ შემთხევაში, თუ ასე გაგრძელდება, საუდის არაბეთის ჩემპიონატი მსოფლიოში ტოპ 5 ჩემპიონატებში შევა". 

    "არის შემთხვევი, როცა ყველაფერი ისე არ მიდის, როგორ გინდა, თუმცა ამ დროს უნდა გამოვავლინოთ მოთმინება და სტაბილურობა შევინარჩუნოთ. მივიჩნევ, რომ ბოლო ხუთი თვის მანძილზე არა მარტო ჩვენი გუნდი, არამედ მთლიანად ჩემპიონატი ძალიან გაძლიერდა".

    "იმედი გვქონდა, რომ ტიტულს მოვიგებდით, მაგრამ ეს ასე არ მოხდა. მთავარია, წინსვლა გავაგრძელოთ და დარწმუნებული ვარ, ყველაფერი უკეთესობისკენ შეიცვლება", - თქვა რონალდუმ.

    აქვე გეტყვით, რომ "ალ-ნასრში" გადასვლის შემდეგ კრიშტიანუმ აქტივში 14 გოლი და 2 საგოლე პასი ჩაიწერა.

    Facebook კომენტარები