• 10-10-2023
    "ნაპოლის" ულტიმატუმი გარსიას - რა შემთხვევაში გაანთავისუფლებენ მას კლუბიდან
    "ნაპოლის" ულტიმატუმი გარსიას - რა შემთხვევაში გაანთავისუფლებენ მას კლუბიდან
    Author of the article
    Aa

    ცნობილმა გამოცემა "II Mattino"-მ "ნაპოლის" მწრთვნელის, რუდი გარსიას შესახებ ახალი ინფორმაცია გაავრცელა.

    წყაროს ცნობით, "პარტენოპეიმ" ფრანგ სპეციალისტს ულტიმატუმი წაუყენა.

    როგორც ირკვევა, თუ კლუბი მომდევნო ტურებში დადებით შედეგს ვერ დააფიქსირებს, რუდის დაკავებული თანამდებობიდან გაანთავისუფლებენ.

    აღსანიშნავია ისიც, რომ მის შემცვლელად იტალიურ მედიაში ანტონიო კონტესა და იგორ ტუდორის მოიხსენიებენ.

    ცნობისთვის, სანაკრებო პაუზის შემდეგ "ნაპოლის" მომდევნო სამი მატჩი "ვერონასთან", "უნიონ ბერლინთან" და "მილანთან" ელის.

    Facebook კომენტარები