• 05-08-2022
    რიკი პუჩი “ლა გალაქსიში” გადავიდა
    რიკი პუჩი “ლა გალაქსიში” გადავიდა

    22 წლის ესპანელი ფეხბურთელი, რიკი პუჩი კარიერას "ლა გალაქსიში" გააგრძელებს. ინფორმაციას ამერიკული გუნდი სოციალურ ქსელში ავრცელებს.


    ახალგაზრდა ფეხბურთელმა ახალ გუნდთან კონტრაქტს ხელი 2025 წლის ზაფხულამდე მოაწერა.


    აღსანიშნავია, რომ 22 წლის ფეხბურთელს "ბარსელონაში" თამაში დიდ კონკურენციაში მოუწია, შედეგად რიკიმ კლუბის დატოვების და ახალი გამოწვევების მიღების გადაწყვეტილება მიიღო.


    ცნობისთვის, რიკი პუჩი "ბარსელონას" აღზრდილია და ამ გუნდის მაისურით ჩატარებულ 56 შეხვედრაში 2 გოლი გაიტანა და 10 საგოლე გადაცემა შეასრულა.

    Facebook კომენტარები
    მეტი სიახლის ნახვა