• 05-08-2022
    "ლესტერმა" პირველი შეთავაზება დაბლოკა! - "ჩელსი" ფოფანასთვის იბრძვის
    "ლესტერმა" პირველი შეთავაზება დაბლოკა! - "ჩელსი" ფოფანასთვის იბრძვის

    როგორც მოგეხსენებათ, ლონდონის "ჩელსი" ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარაზე საკმაოდ აქტიურია.


    ტომას ტუხელის გუნდმა რაჰიმ სტერლინგის, კალიდუ კულიბალის, კერნი ჩუკვუემეკასა და გაბრიელ სლონინას ტრანსფერი დაადასტურა.


    გავლენიანი სპორტული ჟურნალისტის, ფაბრიციო რომანოს მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, "ჩელსიმ" უესლი ფოფანას ტრანსფერთან დაკავშირებით "ლესტერს" პირველი შეთავაზება გაუკეთა.


    "ლესტერმა" ლონდონური გუნდის 60 მილიონიანი შეთავაზება დაბლოკა.


    მოსალოდნელია, რომ "ჩელსი" უახლოეს მიმავალში მეორე შეთავაზებას გააკეთებს.

    Facebook კომენტარები
    მეტი სიახლის ნახვა