05-08-2022

"ჩელსი" საოცარი ტრიოს დამატებას გეგმავს

ავტორი
როგორც მოგეხსენებათ, ლონდონის "ჩელსი" ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარაზე საკმაოდ აქტიურია.
ტომას ტუხელის გუნდმა რაჰიმ სტერლინგის, კალიდუ კულიბალის, კერნი ჩუკვუემეკასა და გაბრიელ სლონინას ტრანსფერი დაადასტურა.
ნიზარ კინშელას მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, კატალონიის "ბარსელონამ" "ჩელსის" საკმაოდ სოლიდური ტრიო შესთავაზა.
საუბარი, ფრენკი დე იონგზე, პიერ-ემერიკ ობამეიანგზე და მემფის დეპაიზე გვაქვს.
აღნიშნული ტრანსფერებით "ჩელსი" ძალიან დიდ შევსებას მიიღებს.
გავრცელებული ინფორმაციით, "ჩელსი" ამ სამ ფეხბურთელზე შეთავაზებას ძალიან მალე გააკეთებს.
ტეგები:
Facebook კომენტარები