• 15-06-2023
    "მას ისეთი პროფილი აქვს, როგორიც "იუვენტუსს" სჭირდება" - რას წერენ მიქაუტაძეზე მედიაში
    "მას ისეთი პროფილი აქვს, როგორიც "იუვენტუსს" სჭირდება" - რას წერენ მიქაუტაძეზე მედიაში

    ბოლო პერიოდში, ტურინის "იუვენტუსს" "მეცის" ქართველ ცენტრ ფორვარდს, გიორგი მიქაუტაძეს ბევრჯერ დაუკავშირეს. 

    გიორგი ამ ეტაპზე საქართველოს ნაკრების შეკრებაზე იმყოფება და მატჩევისთვსი ემზადება, თუმცა მის შესახებ იტალიური მედია ხშირად წერს. 

    ერთ-ერთმა გავლენიანმა გამოცემამ "Eurosport"-მა ქართველს სტატია მიუძღვნა: 

    ""იუვენტუსს" რთული სეზონი ჰქონდა, რაც, არაერთმა ფაქტორმა განაპირობა, გასაძლიერებლად ახალი ფეხბურთელები არიან საჭირო"

    "საფრანგეთში თამაშობს 2000 წელს დაბადებული ქართველი, გიორგი მიქაუტაძე, რომელიც ლიგა 2-ის საუკეთესო ფეხბურთელად დასახელდა და ამასთან ერთად ტურნირის ბომბარდირი 23 გოლით გახდა" 

    "შესაძლოა "იუვე" მისთვის მაღალი ნახტომი იყოს, თუმცა ის თავის შანსს მიიღებს. კლუბში ბოლო დროს გადასულმა ფორვარდებმა ვერ გაამართლეს, შესაძლოა ქართველის ვარიანტი ტურინელთათვის იდიალური იყოს, მას ისეთი პროფილი აქვს, როგორიც "იუვენტუსს" სჭირდება", - დაიწერა პრესაში.

    Facebook კომენტარები