• 15-06-2023
    გაირკვა! - რა შემთხვევაში დაიმატებს “იუვენტუსი” მიქაუტაძეს
    გაირკვა! - რა შემთხვევაში დაიმატებს “იუვენტუსი” მიქაუტაძეს

    როგორც მოგეხსენებათ, ტურინის “იუვენტუსი” აქტიურად ინტერესდება ფრანგული “მეცის” 22 წლის ქართველო ფეხბურთელის, გიორგი მიქაუტაძის შეძენით.

    გავლენიანმა იტალიურმა გამოცემა Tuttosport-მა გაარკვია, თუ რა შემთხვევაში შეიძენს “იუვენტუსი” მიქაუტაძეს:

    “გარდა ფაბიანო პარიზისა და ფილიპო მისორისა, ქართცელო ფეხბურთელის, გიორგი მიქაუტაძის სახელიც გაისმა. მეცის თავდამსმხელი შეიძლება მილიკის ალტერნატივა იყოს, თუ “ბებერი ქალბატონი” პოლონელი თავდამსხმელის იჯარას ვერ გაახანგრძლივებს. ახლა ბურთი გადაეცემა სატრანსფერო გუნდს, რომელიც სრული დატვირთვით მუშაობს და ელოდება ჯუნტოლის მოსვლას, რომელიც თავის მხრივ, ალეგრისთან ურთიერთობას აგრძელებს, მიუხედავად იმისა, რომ მაქსი მზადაა დასასვენებლად სარდიანიაზე წავიდეს". - წერია სტატიაში.

    ცნობისთვის, გიორგი მიქაუტაძემ გასულ სეზონში ჩატარებულ 39 შეხვედრაში 24 გოლი გაიტანა და 8 საგოლე გადაცემა შეასრულა.

    Facebook კომენტარები