• 13-10-2023
    "ტოტენჰემის" დომინაცია - პრემიერ ლიგაში სექტემბრის თვის საუკეთესოები დაასახელეს
    "ტოტენჰემის" დომინაცია - პრემიერ ლიგაში სექტემბრის თვის საუკეთესოები დაასახელეს
    Author of the article
    Aa

    ინგლისის პრემიერ ლიგაში სექტემბრის თვის საუკეთესოები დაასახელეს.

    თვის საუკეთესო მწვრთნელად ლონდონის "ტოტენჰემის" თავკაცი, ენჯ პოსტეკოგლუ დასახელდა. ავსტრალიელ სპეციალისტს გუნდი სატურნირო ცხრილის სათავეში ჰყავს, რაც დაუფასდა კიდეც.

    პოსტეკოგლუ გახდა აგვისტოს თვის საუკეთესო მწვრთნელიც. იგი პირველი ავსტრალიელია, რომელსაც ეს ჯილდო ზედიზედ ორჯერ გადაეცა. ზედიზედ ორი ტრიუმფი ბოლოს "ლივერპულის" მესაჭეს, იურგენ კლოპს ჰქონდა 2019-2020 წლების სეზონში.

    სექტემბრის თვის საუკეთესო ფეხბურთელიც "ტოტენჰემიდანაა". "დეზების" კაპიტანმა, ჰონ მინ სონმა წინა თვეში 6 გოლი შეაგდო. სხვათა შორის, აგვისტოს საუკეთესო სონის თანაგუნდელი, ჯეიმს მედისონი გახლდათ.

    რაც შეეხება თვის საუკეთესო გოლს, ეს სტატუსი "მანჩესტერ იუნაიტედის" პორტუგალიელი ნახევარმცველის, ბრუნო ფერნანდეშის მიერ "ბარნლის" კარში გატანილ გოლს ერგო.

    აშკარაა, რომ სეზონი ჩრდილოლონდონელთა დომინაციით იხსნება. ვნახოთ, როგორ გააგრძელებენ კარგად დაწყებულ საქმეს "დეზები".

    Facebook კომენტარები