• VIDEO: ოსიმენმა პოლიციას საკუთარი და დააჭერინა - ვიქტორი მორიგ სკანდალში გაეხვა

    15-10-2023
    VIDEO: ოსიმენმა პოლიციას საკუთარი და დააჭერინა - ვიქტორი მორიგ სკანდალში გაეხვა
    ავტორი
    Aa

    უცხოურ მედიაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, "ნაპოლის" ფეხბურთელმა, ვიქტორ ოსიმენმა პოლიციას საკუთარი და დააკავებინა.

    აღნიშნული ფაქტის ვიდეო მასალა სოციალურ ქსელში ვიქტორის სიძემ, ოსიტა ოკოლომ გაავრცელა.

    სწორედ ის ადანაშაულებს ოსიმენს მისი დის, ესთერის, დაკავებაში.

    ჯერჯერობით უცნობია, თუ რის გამო დააკავეს ნიგერიელი ფორვარდის და, მაგრამ, როგორც ცნობილია, მას ოსიმენთან ფულის თაობაზე დავა ჰქონდა.

    "ვიქტორ ოსიმენი აგზავნის სახელმწიფო სამსახურის დეპარტამენტს, რათა დაეკავებინათ მისი და (ჩემი ცოლი) საკითხის გამო, რომელიც ჯერ კიდევ სასამართლოშია ჩემსა და მას შორის", - წერს ოკოლო.

    Facebook კომენტარები