• 17-10-2023
    ვიხილავთ თუ არა ლევანდოვსკისა და პედრის "ელ კლასიკოში" - ახალი ცნობები
    ვიხილავთ თუ არა ლევანდოვსკისა და პედრის "ელ კლასიკოში" - ახალი ცნობები

    როგორც მოგეხსენებათ, სეზონის პირველი "ელ კლასიკო" სულ უფრო და უფრო ახლოვდება.

    აღსანიშნავია, რომ მადრიდის "რეალთან" მატჩამდე კატალონიის "ბარსელონაში" არცთუისე კარგი სიტუაციაა.

    კერძოდ, კლუბს რამდენიმე ფეხბურთელი და მათ შორის რობერტ ლევანდოვსკი და პედრი გონსალესი აკლია.

    როგორც ჟურნალისტი ხავი მიგელი წერს, ორივე მათგანი "ბლანკოსის" წინააღმდეგ სათამაშოდ მზად იქნება.

    გაირკვა, რომ მათი გამოჯანმრთელების პროცესი საკმაოდ სწრაფად მიმდინარეობს.

    ცნობისთვის, "რეალისა" და "ბარსას" მატჩი 28 ოქტომბერს შედგება.

    Facebook კომენტარები