• 18-10-2023
    “რეალური შანსია, რომ ინტერთან ძირითად შემადგენლობაში დაიწყოს” - Toro News-მა საზონოვს სტატია მიუძღვნა
    “რეალური შანსია, რომ ინტერთან ძირითად შემადგენლობაში დაიწყოს” - Toro News-მა საზონოვს სტატია მიუძღვნა

    როგორც მოგეხსენებათ, საქართველოს ნაკრებისა და ტორინოს ახალგაზრდს ცენტრალურმა მცველმა, საბა საზონოვმა სერია ა-ს მე-7 ტურის შეხვედრაში “ვერონას” წინააღმდეგ დაზიანება მიიღო.

    ქართველმა ფეხბურთელმა ტრავმა სრულიად მოიშუშა და როგორც ჩანს, იგი სათამაშოდ უკვე მზად არის.

    ტურინულმა გამოცემა Toro News-მა საბას საინტერესო სტატია მიუძღვნა:

    “საბა საზონოვს აღარაფერი აწუხებს და არსებობს რეალური შანსი, რომ მან ინტერთან ძირითად შემადგენლობაში ითამაშოს. ტრავმა, რის გამოც ის ვერონასთან თამაშს ნაადრევად გამოაკლდა, უკვა მოიშუშა და მზად არის მოედანზე დასაბრუნებლად. როგორც ჩანს, მან სანაკრებო პაუზა კარგად გამოიყენა იმისთვის, რომ სასურველ ფორმაში მისულიყო. ბევრი რამ მის კონკურენტებზე იქნება დამოკიდებული.  ალექსანდრე ბონჯორნოს მდგონარეობაც უმჯობესდება, თუმცა, უცნობია, ითამაშებს თუ არა იგი ინტერის წინააღმდეგ". - წერია სტატიაში. 

    ცნობისთვის, საზონოვმა სერია ა-ს 2 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა.

    Facebook კომენტარები