• 21-10-2023
    "თუ ეს კიდევ მოხდება, ფეხბურთელებს დავაჯარიმებ" - დე ლაურენტისის განცხადება
    "თუ ეს კიდევ მოხდება, ფეხბურთელებს დავაჯარიმებ" - დე ლაურენტისის განცხადება

    "ნაპოლის" პრეზიდენტმა აურელიო დე ლაურენტისმა მედიასთან საინტერესო კომენტარი გააკეთა.

    მისი თქმით, ის "პარტენოპეიში" ჯარიმების დაწესებას გეგმავს.

    "მწვრთნელის მისამართით უპატივისცემულობას თუ კიდევ დავინახავ, ფეხბურთელებს დავაჯარიმებ.

    "მოთამაშეებისთვის უნდა გამეგებინებინა რომ ჩვენ ყველამ ერთად უნდა გამოვასწოროთ შეცდომები.

    "გარსია კრიტიკის ცენტრში იყო, მაგრამ შეცდომებს ყველა უშვებს და მისი გამოსწორების შესაძლებლობა უნდა მივცეთ", - თქვა დე ლაურენტისმა.

    Facebook კომენტარები