• 22-10-2023
    "გუნდს მხრებით ატარებს" - როგორ გამოეხმაურა იტალიური მედია ხვიჩას დუბლს
    "გუნდს მხრებით ატარებს" - როგორ გამოეხმაურა იტალიური მედია ხვიჩას დუბლს

    როგორც მოგეხსენებათ, სერია ა-ს მე-9 ტურში "ნაპოლი" "ვერონას" დაუპირისპირდა და მეტოქე 1:3 დაამარცხა.

    აღნიშნულ შეხვედრაში ხვიჩა კვარაცხელიამ დუბლი შეასრულა და გუნდს გამარჯვების მოპოვებაში დაეხმარა.

    გთავაზობთ იტალიური მედიის გამოხმაურებას ქართველის პერფორმანსზე.

    "ხვიჩას უზარმაზარი ხარისხი აქვს, ის გუნდს მხრებით ატარებს. ქართველმა ვინგერმა ვერონას მცველები გააგიჟა. პირველი გოლი სწორედ თავის სტილში გაიტანა", - Calciomercato.

    "კვარას თამაში ნამდვილი სპექტაკლი იყო. შეგვიძლია ვთქვათ, რომ ეს დონე უკვე მისი გასული სეზონის მსგავსია", - Calcionapoli1926.

    "ხვიჩას ხილვა ნამდვილი სიამოვნებაა. მეტოქეებს ცდება, გოლები გააქვს, საგოლე გადაცემებს არიგებს და ბევრ სასიამოვნო რაღაცას გვთავაზობს", - "Calciomercato.it".

    Facebook კომენტარები