• 23-10-2023
    "ხვიჩამ კვარამაგიის მტვერი მიმოფანტა" -  რას წერს "Gazzetta Dello Sport"-ი
    "ხვიჩამ კვარამაგიის მტვერი მიმოფანტა" - რას წერს "Gazzetta Dello Sport"-ი

    როგორც მოგეხსენებათ, საქართველოს ნაკრებისა და "ნაპოლის" შემტევი, ხვიჩა კვარაცხელია ბოლო დროს ბრწყინვალე ფორმაში შევიდა.

    საქართველოს ნაკრებში გატანილ გოლებს, კვარამ "ვერონასთან" დუბლიც მიაყოლა.

    აღსანიშნავია, რომ იტალიურმა გამოცემა "Gazzetta Dello Sport"-მა ქართველს საინტერესეო სტატია მიუძღვნა.

    "ხვიჩამ ირგვლივ კვარამაგიის მტვერი მიმოფანტა და სცენაზე მთავარ როლში გავიდა.

    "კვარადონა დაბრუნდა და ის ნაპოლისა და გარსიასთვის ყველაზე მნიშვნელოვანი მოთამაშეა.

    "ნამდვილი კვარა იყო საჭირო და ნაპოლიში ახლა იმედი ნამდვილად მიეცათ", - წერს გამოცემა.

    Facebook კომენტარები