• 23-10-2023
    "გარსიას მისი თავიდანვე სჯეროდა" - იტალიური გამოცემა "ნაპოლის" ფეხბურთელზე
    "გარსიას მისი თავიდანვე სჯეროდა" - იტალიური გამოცემა "ნაპოლის" ფეხბურთელზე

    იტალიური გამოცემა, "La gazetta dello sport" "ნაპოლის" ახალწვეულის, იენს კაიუსტის შესახებ სტატიას აქვეყნებს:

    "გარსიას მისი თავიდანვე სჯეროდა და სეზონის პირველ მატჩში "ფროზინონეს" წინააღმდეგ ძირითად შემადგენლობაში ათამაშა. მართალია, იმ თამაშში შეცდომა დაუშვა, თუმცა მას შემდეგ ბრწყინვალედ გამოიყურება"

    "ნაპოლის" ასეთი ნახევარმცველი 2022/2023 წლების სეზონშიც კი არ ჰყოლია. ნდომბელე სხვა სტილის ფეხბურთელი გახლდათ, ელმასს კი ამ პოზიციაზე სათამაშოდ საკმარისი ფიზიკური მონაცემები არ გააჩნია", - წერს გამოცემა.

    აქვე შეგახსენებთ, რომ "პატენოპეიმ" შვედი 12 მილიონი ევროს სანაცვლოდ გასულ ზაფულხს შეიძინა.

    Facebook კომენტარები