• 24-10-2023
    "კვარას წინააღმდეგ თავს ყველანი ერთად დავიცავთ" - "უნიონის" ფეხბურთელის კომენტარი
    "კვარას წინააღმდეგ თავს ყველანი ერთად დავიცავთ" - "უნიონის" ფეხბურთელის კომენტარი

    როგორც მოგეხსენებათ, 24 ოქტომბერს, ხვიჩა კვარაცხელიას "ნაპოლი" ჩემპიონთა ლიგაზე ბერლინის "უნიონს" დაუპირისპირდება.

    მატჩის წინ გერმანული გუნდის ნახევარმცველმა, რანი ხედირამ ქართველ სუპერვარსკვლავზე ისაუბრა:

    "რა თქმა უნდა, კვარაცხელია შესანიშნავი ფეხბურთელია, შემთხვევით კი არ შეარქვეს "კვარადონა". ხვიჩა ოსიმენთან ერთად მრისხანე დუეტს ქმნის, რომელიც ხვალ არ იქნება, მაგრამ მისი შეჩერება მაინც რთული ამოცანაა"

    "ჩემპიონის ტიტულის მოპოვებაში თავისი წვლილი შეიტანა და რთული მეტოქე იქნება. თუმცა მის წინააღმდეგ თავს ყველანი ერთად დავიცავთ, რაც შეიძლება ნაკლებ თავისუფალ სივრცეს დავუტოვებთ და მეურვეობას გავუორმაგებთ", - თქვა ფეხბურთელმა.


    Facebook კომენტარები