• 25-10-2023
    "კვარას თამაშით ძალიან გახარებული ვარ, აი, ამას ნიშნავს ჩვენთვის ხვიჩა" - დი ლორენცოს კომენტარი მატჩის შემდეგ
    "კვარას თამაშით ძალიან გახარებული ვარ, აი, ამას ნიშნავს ჩვენთვის ხვიჩა" - დი ლორენცოს კომენტარი მატჩის შემდეგ

    ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მესამე რაუნდში ხვიჩა კვარაცხელიას "ნაპოლიმ" ბერლინის "უნიონი" ანგარიშით 1:0 დაამრცხა. 

    ქართველი ამ მატჩში მშვენიერი ასისტით გამოირჩა, მასზე გუნდის კაპიტანმა, ჯოვანი დი ლორენცომ მატჩის შემდეგ ისაუბრა: 

    "რთული შეხვედრა გამოდგა. ასეთ გარემოში თამაში ყოველთვის ძნელია. "უნიონს" არც ისე კარგი პერიოდი აქვს, მაგრამ მათ მოგება სურდათ. ეს ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი გამარჯვება იყო. ახლა საპასუხო შეხვედრა შინ გველის, სადაც ბევრი რამ გადაწყდება" 

    "კვარაცხელიას თამაშით ძალიან გახარებული ვარ. ასევე რასპადორის გოლით. მსგავს თამაშებში მაღალი დონის მოთამაშეები არიან საჭირონი და მოხარული ვარ, რომ ასეთი თანაგუნდელები მყავს. მათ თამაშის შეცვლა ნებისმიერ მომენტში შეუძლიათ", - განაცხადა იტალიელმა.

    Facebook კომენტარები