• 16-06-2023
    Nieuwsblad: ბელგიელები მიქაუტაძის და კვარაცხელიას არყოფნით უზომოდ ბედნიერები არიან!
    Nieuwsblad: ბელგიელები მიქაუტაძის და კვარაცხელიას არყოფნით უზომოდ ბედნიერები არიან!

    როგორც მოგეხსენებათ, გადატვირთული და დამღლელი სეზონის შემდეგ საქართველოს ნაკრების ფეხბურთელები, გიორგი მიქაუტაძე და ხვიჩა კვარაცხელია 21-წლამდე ევროპის ჩემპიონად გამოტოვებენ.

    ბელგიურმა სააგენტო Nieuwsblad-მა ამასთან დაკავშირებით საინტერესო სტატია შემოგვთავაზა:

    “ბელგიელებისთვის ძალიან კარგი ამბავი გვაქვს.„ნაპოლის“ ვარსკვლავი ხვიჩა კვარაცხელია და „მეცის“ თავდამსხმელი გიორგი მიქაუტაძე ევროპის ჩემპიონატს გამოტოვებენ.

    საქართველოს ნაკრებს კონტინენტის პირველობაზე თავისი საკვანძო მოთამაშეები არ ეყოლება. ეს ახალგაზრდა ბელგიელებს გაახარებთ, სამაგიეროდ, ნეიტრალურ და ქართველ გულშემატკივრებს გულს დაწყვეტს.

    ხვიჩა კვარაცხელია სერია ა-ს აღმოჩენა იყო. მისი მეტსახელი “კვარადონა” საკმაოდ ბევრ რამეზე მეტყველებს. მან გასულ სეზონში ნაპოლის სერია ა მოაგებინა. მიუხედავად იმისა, რომ კვარაცხელიას საქართველოს ახალგაზრდულ ნაკრებში ბევრი ელოდა, ის შეჯიბრებაში მონაწილეობას არ მიიღებს.

    გიორგი მიქაუტაძემაც მსგავსი გადაწყვეტილება მიიღო.. „მეცის“ 22 წლის თავდამსხმელმა სოციალურ ქსელში დაწერა, რომ გადატვირთული სეზონის გამო 21-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატზე არ ითამაშებდა. ქართველს უმეტესობა ჩვენგანი „სერენიდან“ იცნობს, სადაც 57 მატჩში 36 გოლის გატანაც მოახერხა. მიქაუტაძემ ბოლო სეზონი „მეცში“ უმაღლეს დონეზე ჩაატარა, სადაც 24 გოლით საფრანგეთის ლიგა 2-ის ბომბარდირის ტიტული მოიპოვა. ასევე ის ტურნირის საუკეთესო მოთამაშეც გახდა. მისი ტრანსფერით რამდენიმე გრანდი ინტერესდება”. - წერია სტატიაში.

    ცნობისთვის, ევროპის ჩემპიონატი 21 ივნისს დაიწყება და 8 ივლისს დასრულდება.

    Facebook კომენტარები