• 26-10-2023
    "ამის გამო გამოჩნდა, რომ ის პროფესიონალია" - "Corriere Dello Sport" კვარაზე
    "ამის გამო გამოჩნდა, რომ ის პროფესიონალია" - "Corriere Dello Sport" კვარაზე

    ბოლო პერიოდში, "ნაპოლის" ქართველი სუპერვარსკვლავი კარგ ფორმაში შევიდა და იტალიური მედია მასზე კვლავ ალაპარაკდა.

    "ბრაგასთან" ჩემპიონთა ლიგური გამარჯვების და ბრწყინვალე თამაშის შემდეგ, კვარაზე გავლენიანმა გამოცემამ, "Corriere Dello Sport"-მა სტატია გამოაქვეყნა:

    "კვარა ჯერ მხოლოდ 22 წლისაა. დიდ ფეხბურთში თავის პირველივე სეზონში მოიგო სკიდეტო, რაც ნაპოლიში მხოლოდ მარადონას ჰქონდა მოგებული. ქართველი ასევე მოხვდა ოქროს ბურთის საუკეთესო 30 ნომინანტში"

    "გამოჩნდა, რომ ის ასევე არის პროფესიონალი, რადგან მიუხედავად იმისა, რომ კონტრაქტზე პრობლემები არსებობს, რადგან მის ხარისხთან შედარებით წარმოუდგენლად დაბალი ხელფასი აქვს, ამაზე არ ფიქრობს და მხოლოდ თამაშზეა კონცენტრირებული. მან იცის, რომ ფეხბურთელები ბიზნესის ნაწილი არიან და აგრძელებს საკუთარ თავში ინვესტირებას"

    "წინ იყურება, ვინაიდან ისიც იცის, რომ საფეხბურთო ცხოვრება ჯერ კიდევ გრძელია და თავისი მომავლისთვის მუშაობს", - წერს გამოცემა. 

    Facebook კომენტარები