• 26-10-2023
    "ოსიმენის არყოფნა "ნაპოლის" კვარას გამო არ ეტყობა" - იტალიური მედია ხვიჩას აქებს
    "ოსიმენის არყოფნა "ნაპოლის" კვარას გამო არ ეტყობა" - იტალიური მედია ხვიჩას აქებს

    იტალიური მედია, "ნაპოლის" ქართველი სუპერვარსკვლავის, ხვიჩა კვარაცხელიას მისი კარგი თამაშის შემდეგ აქებს:

    "ნაპოლის გასულ სეზონშიც არ ეტყობოდა ოსიმენის არყოფნა, რადგან მოედანზე იყვნენ რასპადორი, სიმეონე და უპირველეს ყოვლისა - კვარაცხელია. რასაც ვხედავთ, ქართველი გარემარბი ნაპოლისთვის უფრო გადამწყვეტი ფეხბურთელია, ვიდრე ნიგერიელი".

    "კვარაცხელია ფენომენალური ფეხბურთელია და სასიამოვნო საყურებელია, რადგან საოცარ რაღაცებს აკეთებს".

    "ჩემპიონთა ლიგაზე მატჩის მოგება ყოველთვის ფასეულია, რადგან ევროტურნირებზე გამარჯვებას შეუძლია გუნდს კარგი ნიშანი მისცეს. გარსიამ მშვენივრად იცის, როგორ დააყენოს გუნდი სწორ გზაზე, უბრალოდ, დრო სჭირდება, როგორც ყველა მწვრთნელს. კვარაცხელიაც დაბრუნდა, გამიხარდა, რომ გარსიამ გუშინ ის შეცვალა, რადგან მეშინოდა, არაფერი ეტკინა. ნაპოლიმ კრიზისი დაძლია და ეს მოგება ძალას მისცემს". 

    "როდესაც გუნდში გყავს ფეხბურთელები, რომლებიც ქმნიან მომენტებს, როგორც კვარაცხელიამ შექმნა, ძალიან დიდი პლუსია. რასპადორის გოლში 80% კვარაცხელიას დამსახურებაა".

    Facebook კომენტარები