• 26-10-2023
    "მეტოქე ტოპ გუნდია და ბრძოლა იოლი არ იქნება" - კაშიას კომენტარი "ლილთან" მატჩამდე
    "მეტოქე ტოპ გუნდია და ბრძოლა იოლი არ იქნება" - კაშიას კომენტარი "ლილთან" მატჩამდე

    26 ოქტომბერს, კონფერენს ლიგის მე-3 ტურში "სლოვან ბრატისლავა" "ლილს" დაუპირისპირდება.

    შეხვედრის წინ, გურამ კაშიამ მედიასთან კომენტარი გააკეთა.

    "ჩვენი მეტოქე ევროპული ტოპ გუნდია და მასთან მაქსიმალური შედეგის მისაღწევად ბრძოლა ჩვენთვის იოლი არ იქნება.

    "ამავდროულად, კონფერენსლიგაში გამოსვლა კარგად დავიწყეთ და გვსურს, ასე გავაგრძელოთ.

    "სტადიონი ალბათ გაივსება და ყოველთვის სასიამოვნოა ანშლაგის თანხლებით თამაში. ჩვენთვის ეს დიდი მოტივაციაა", - თქვა ჩვენი ნაკრების კაპიტანმა.

    Facebook კომენტარები