• 26-10-2023
    მიზეზი ცნობილია - რატომ არ გაფრინდა მიქაუტაძე ინგლისში "აიაქსთან" ერთად
    მიზეზი ცნობილია - რატომ არ გაფრინდა მიქაუტაძე ინგლისში "აიაქსთან" ერთად

    ევროპა ლიგის მე-3 ტურში ამსტერდამის "აიაქსი" გასვლაზე "ბრაითონ ალბიონს" დაუპირისპირდება.

    აღსანიშნავია, რომ ნიდერლანდული კლუბი ინგლისში გიორგი მიქაუტაძის გარეშე გაფრინდა.

    როგორც კლუბის საიტი იტყობინება, ქართველი ფეხბურთელი ავად ყოფნის გამო ამსტერდამში დარჩა.

    აქვე გეტყვით, რომ აღნიშნული დაპირისპირება დღეს, ჩვენი დროით 23:00 საათზე დაიწყება.

    Facebook კომენტარები