• 27-10-2023
    "კვარაცხელია მოსკოვის "ლოკომოტივის" ისტორიაში საუკეთესოა" - რუსეთის ნაკრების ყოფილი მწვრთნელის კომენტარი
    "კვარაცხელია მოსკოვის "ლოკომოტივის" ისტორიაში საუკეთესოა" - რუსეთის ნაკრების ყოფილი მწვრთნელის კომენტარი

    "ნაპოლის" ქართველი სუპერვარსკვლავის, ხვიჩა კვარაცხელიას შესახებ რუსეთის ნაკრების ყოფილმა მწვრთნელმა, ბორის იგნატიევმა ისაუბრა:

    "კვარაცხელია ალბათ, მოსკოვის "ლოკომოტივის" ისტორიაში საუკეთესო ტრანსფერია. მაშინ როგორ მონახეს და შემდეგ როგორ ვერ შეინარჩუნეს. ახლა ის ევროპის ერთ-ერთი წამყვანი ფეხბურთელია" 

    "გაუგებარია როგორ შეეძლოთ ასეთი კალიბრის მოთამაშესთან განშორება. სამწუხაროდ, ხვიჩა ღირსეულად უკვე ჩვენი ქვეყნის ფარგლებს გარეთ დააფასეს", - განაცხადა იგნატიევმა.

    აქვე შეგახსენებთ, რომ კვარა მოსკოვის გუნდში "რუსთავიდან" 6-თვიანი იჯარით გადავიდა, ამ დროის გასვლის შემდეგ კლუბმა ის არ გამოისყიდა.

    Facebook კომენტარები