• 27-10-2023
    "აი ამაში ჯობია კვარაცხელია ლეაოს" - ლეგენდარული იტალიელი ფეხბურთელის კომენტარი
    "აი ამაში ჯობია კვარაცხელია ლეაოს" - ლეგენდარული იტალიელი ფეხბურთელის კომენტარი

    როგორც მოგეხსენებათ, შაბათს 27 ოქტომბერს ხვიჩა კვარაცხელიას Nაპოლი" სერია ა-ს მე-10 ტურში "მილანს" დაუპირისპირდება.

    იტალიური ფეხბურთის ლეგენდამ, ჯანფრანკო ძოლამ მომავალ მატჩთან დაკავშირებით ისაუბრა და ერთამენთშ კვარა და რაფაელ ლეაო შეადარა:

    "ლეაო და კვარაცხელია თავიანთი ფეთქებადი თამაშის სტილით ბალანსს უდავოდ არღვევენ, თამაშის შეცვლა მხოლოდ მათ შეუძლიათ"

    "ჩემი აზრით, ერთმანეთს ძალიან ჰგვანან, იმ განსხვავებით, რომ ლეაო თავისუფალ სივრცეებში უკეთესია, ქართველს კი ვიწრო სივრცეებშიც შეუძლია კარგად თამაში. 3-კაციან შეტევაში ორივეს ყოლა, ნებისმიერი გუნდისთვის საოცნებო იქნებოდა", - თქვა ძოლამ.

    აქვე შეგახსენებთ, რომ თუ "პარტენოეპი" ამ მატჩში გამარჯვებას მოიოვებს, ის "როსონერისთან" სხვაობას 1 ქულამდე შეამცირებს.

    Facebook კომენტარები