• 28-10-2023
    "კვარას წარმატების საიდუმლო მარიო რუია" - ყოფილი ფეხბურთელის განცხადება
    "კვარას წარმატების საიდუმლო მარიო რუია" - ყოფილი ფეხბურთელის განცხადება

    როგორც მოგეხსენებათ, 29 ოქტომბერს ხვიჩა კვარაცხელიას "ნაპოლი" სერია ა-ს მეათე ტურში "მილანს" დიეგო არმანდო მარადონას სახელობის სტადიონზე დაუპირისპირდება.

    მატჩთან დაკავშირებით "პარტენოპეის" ყოფილმა ფეხბურთელმა, ხოსე ვიდიგალმა "Radio Goal"-ის ეთერში ისაუბრა.

    ის ასევე შეეხო ხვიჩა კვარცხელიასა და რაფაელ ლეაოს შედარების საკითხს:

    "უნდა ვაღიაროთ, რუდი გარსიას ლუჩანო სპალეტისგან სრულიად განსხვავებული იდეები აქვს, თუ "ნაპოლი" კვირას "მილანს" დაამარცხებს, ფრანგი სპეციალისტი ყველა შეკითხვას პასუხს გასცემს"

    "რატომ აქვს პრობლემები რაფა ლეაოს? პორტუგალიის ნაკრებში ის სულ სხვა ფეხბურთელია, რადგან მის უკან დიოგო დალო თამაშობს, "მილანში" მისი მსგავსი თანაგუნდელი არ ჰყავს, იგივე სიტუაციაა ხვიჩა კვარაცხელიას შემთხვევაშიც, რადგან მის უკან მარიო რუი მოქმედებს, რუი იმდენად ჭკვიანი ფეხბურთელია, რომ შეუძლია სპორტის ამ სახეობაზე ლექციებიც კი წაიკითხოს", - განაცხადა ხოსემ.

    Facebook კომენტარები